🧙Конкурс сказок!
л.З.З6 б) Причины и усл-я прин-я поста
(OFF) Oqro1 (S) 2 фев 2018

=3.37.2. Печал при посте

1цар.1,18: 3цар.21,27 Езд.9,3 Иудиф.8,5.6 Пс.34,[14] Варух 1,5 Дан.10,2 Зах.7,3
- не печалится при других Матф.6,16-18

=3.37.2. მწუხარება მარხვისას

1მფ.1,18; 3მფ.21,27 ეზრ.9,3 ივდ.8,5.6 ფს.34,[14] ბარუქ.1,5 დან.10,2 ზაქ.7,3

- ნუ იქნებით მწუხარენი სხვების დასანახად მათ.6,16-18

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 1
18. თქვა ქალმა: ნეტავ მადლი პოვოს შენმა მორჩილმა შენს თვალში. და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე.

3მეფეთა 21
27. როცა გაიგონა აქაბმა ეს სიტყვები, შემოიგლიჯა ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.

ეზრა 9
3. ამ ამბის გაგონებისას შემოვიგლიჯე სამოსელი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და დამწუხრებული ვიჯექი.

ივდითი 8
5. გაიკეთა თავისთვის კარავი საცხოვრებელ სახლთან, წელზე ძაძა შემოირტყა და სამგლოვიარო ტანისამოსი ჩაიცვა.
6. მარხულობდა თავისი ქვრივობის ყოველ დღეს, პარასკევისა და შაბათის გარდა, ახალმთვარობის წინა დღისა და ახალმთვარობა დღის გარდა, ისრაელის სახლის დღესასწაულებისა და სამხიარულო დღეების გარდა.

ფსალმუნი 34
14. როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი. =3.37.2.

ბარუქი 1
5. ტიროდნენ, მარხულობდნენ და ლოცულობდნენ ღვთის წინაშე;

დანიელი 10
2. იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის მანძილზე დანაღვლიანებული ვიყავი.

ზაქარია 7
3. და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევიო?

მათე 6
16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.
18. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.

Комментарии (0)

Показать комментарий
Скрыть комментарий
Для добавления комментариев необходимо авторизоваться
л.З.З6 б) Причины и усл-я прин-я поста
Марс
После ошеломляющей новости о находке воды на Марсе...
Тема: Светлая | Тёмная
Версия: Mobile | Lite | Touch | Доступно в Google Play