🧙Конкурс сказок!
а.2.11. О пророчествах и пророках
(OFF) Oqro1 (S) 30 апр 2016

=2.11.23. Бог предупреждает от уст пророков

4цар. 17,[13]; 2Пар. 24,19; 25,15 Неем. 9,30 Пс. 49,7 Ис. 1,19.20 Иер. 7,3; 18,11; 25,4; 26,9; 35,15; 42,19; 44,4 Иез. 18,31; 33,3 Ос. 6,5 Зах. 1,3-6 Деян. 13,40; 2Пет. 3,2

=2.11.23. ღმერთი წინასწარმეტყველთა ბაგით აფრთხილებს, ამხელს

4მფ. 17,[13]; 2ნეშ. 24,19; 25,15 ნეემ. 9,30 ფს. 49,7 ეს. 1,19.20 იერ. 7,3; 18,11; 25,4; 26,9; 35,15; 42,19; 44,4 ეზეკ. 18,31; 33,3 ოს. 6,5 ზაქ. 1,3-6 საქ. 13,40; 2პეტ. 3,2

ბიბლიის მუხლები

4მეფეთა 17
13. აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისნის პირით: მიატოვეთ თქვენი უკუღმართი გზა, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამა-პაპას და თქვენც შემოგითვალეთ ჩემს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით. =2.11.23.

2ნეშტთა 24
19. მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ. ამხელდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ.

2ნეშტთა 25
15. განურისხდა უფალი ამაციაჰუს. მიუვლინა წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომელთაც ვერ იხსნეს ეგ ხალხი შენი ხელიდან?

ნეემია 9
30. მრავალი წელი თავს იკავებდი მათი გულისთვის, შეაგონებდი შენი სულით - წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ; ამიტომაც ჩაყარე ისინი ქვეყანათა ხალხების ხელში.

ფსალმუნი 49
7. ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.

ესაია 1
19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;
20. თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.

იერემია 7
3. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოისწორეთ თქვენი ზნე და საქციელი, რათა მტკიცედ დაგასახლოთ ამ ადგილზე.

იერემია 18
11. ახლა ასე გამოუცხადე იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე თქვა უფალმა: აჰა, გიმზადებთ ბოროტს, განზრახვა მაქვს თქვენს წინააღმდეგ. მოიქცეს თითოეული თავის ბოროტი გზიდან და გამოისწოროს ზნე და საქციელი.

იერემია 25
4. გიგზავნიდათ უფალი თავის მორჩილებს, წანასწარმეტყველებს, განუწყვეტლივ გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ გაგონება არ გინდოდათ, ყურს არ ათხოვებდით მოსასმენად.

იერემია 26
9. რატომ ქადაგობ უფლის სახელით, რომ ამბობ, სილოამივით დაინგრევაო ეს სახლი და ეს ქალაქიც გაოხრდება და გაუკაცრიელდებაო? შემოადგა მთელი ერი იერემიას უფლის სახლში.

იერემია 35
15. გამუდმებით ვაბარებდი თქვენთან ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს: მოიქეცით ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს თაყვანსაცემად და დარჩებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მომიცია-მეთქი, მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ გამიგონეთ.

იერემია 42
19. თქვენზე ილაპარაკა უფალმა, იუდას ნატამალო. ნუ წახვალთ ეგვიპტეში. იცოდეთ, გამიფრთხილებიხართ დღეს.

იერემია 44
4. ვგზავნიდი მათთან ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, გამუდმებით ვგზავნიდი და ვაბარებდი: ნუ ჩაიდენთ სიბილწეს, რომელიც მე მძულს-მეთქი;

ეზეკიელი 18
31. მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო?

ეზეკიელი 33
3. დაინახავს ის ქვეყანაზე მოვლენილ მახვილს, დასცემს ბუკს და გააფრთხილებს ხალხს;

ოსია 6
5. ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა.

ზაქარია 1
3. უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: მოიქეცით ჩემკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
4. ნუ იქნებით თქვენს მამა-პაპასავით, რომელთაც მოუწოდებდნენ წინანდელი წინასწარმეტყველნი, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მიიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან! მაგრამ არ მისმენდნენ და არ მიგონებდნენ, ამბობს უფალი.
5. სადღა არიან თქვენი მამა-პაპანი და განა წინასწარმეტყველნიც საუკუნოდ ცოცხლობენ?
6. მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამა-პაპას? მოიქცნენ და თქვეს: როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისე მოგვექცა ჩვენ.

საქმე მოციქულთა 13
40. ფრთხილად იყავით, რათა არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველთაგან თქმული:

2პეტრე 3
2. რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ.

Комментарии (0)

Показать комментарий
Скрыть комментарий
Для добавления комментариев необходимо авторизоваться
а.2.11. О пророчествах и пророках
Братва
Здесь все по понятиям: отчаянные перестрелки...
Тема: Светлая | Тёмная
Версия: Mobile | Lite | Touch | Доступно в Google Play