🧙Конкурс сказок!
л.2.З. Во что верим в) о Сыне
(OFF) Oqro1 (S) 17 янв 2010

=2.3.19. Виноградная лоза

Зах.3,12; 8,12 Ин.15,1.2.4.[5] Рим.7,4,, 12,5,, 1Кор.12,12.27 Флп.1,11 Кол.1,6 Отк.14,18

2.3.19. ვაზი - იესო ქრისტე

ზაქ.3,10; 8,12 ინ.15,1.2.4.[5]-11 რომ.7,4,, 12,5,, 1კორ.12,12.27 ფლპ.1,11 კოლ.1,6 გმცხ.14,18

ბიბლიის მუხლები

ზაქარია 3
10. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.

ზაქარია 8
12. რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს; და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას.

იოანე 15
1. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა.
2. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.
4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში.
5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.=2.3.19.
6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
8. ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი.
9. როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში.=1.2.7.
10. თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
11. ეს გითხარით, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული.

რომაელთა 7
4. თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის.

რომაელთა 12
5. ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.

1კორინთელთა 12
12. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.
27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი,

ფილიპელთა 1
11. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.

კოლასელთა 1
6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;

გამოცხადება 14
18. გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად.
Тема закрыта Oqro1

Комментарии (1)

Показать комментарий
Скрыть комментарий
Для добавления комментариев необходимо авторизоваться
л.2.З. Во что верим в) о Сыне
Легенды Крови
Удивительный мир фантазий, сражений и тайн... Битв
Тема: Светлая | Тёмная
Версия: Mobile | Lite | Touch | Доступно в Google Play