🧙Конкурс сказок!
е.1.6. О разуме человека
(OFF) _962_Cappa 19 фев 2010

=1.6.7. Умножение познания - умножение скорби

Быт.2,17; 3,[5]-7.10.22 Иов.28,28 Екк.[1,18],, 2,15,, 7,16,, 12,12 Иак.3,13-17,, 1Кор.3,18-20

=1.6.7. მრავლის შეცნობა წუხილს ამრავლებს

დაბ.2,17; 3,[5]-7.10.22 იობ. 28,28; ეკლ. 1,[18]; 2,15; 7,16; 12,12; იაკ, 3,13-17; 1კორ. 3,18-20

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2
17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.

დაბადება 3
5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.
6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.
7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.
22. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.

იობი 28
28. უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება.

ეკლესიასტე 1
18. რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს.=1.6.7.

ეკლესიასტე 2
15. გულს ვუთხარ მაშინ: მეც უგუნურის ბედი მეწევა; მაშ, რადღა ვიყავ მე სხვაზე ბრძენი? და გულსვე ვუთხარ: ამაოება ყოფილა ესეც.

ეკლესიასტე 7
16. ნუ იქნები ზედმეტად მართალი და მეტისმეტად ნუ დაბრძენდები - რად გინდა, რომ შეძრწუნდე?

ეკლესიასტე 12
12. კიდევ გეტყვი, შვილო, ყურად იღე: ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება და ზედმეტი ფიქრი სხეულს ადუნებს.

იაკობი 3
13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.
14. ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.
15. არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული.
16. ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე.
17. ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.

1კორინთელთა 3
18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.
19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“.
20. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“.

__თემაზე წერდნენ__
***
ჩაწვდომა ტანჯვას წარმოშობს.
__არისტოტელე__

***
3:5 ღმერთივით... შეიქნებით: ძალაუფლების წყურვილის ცდუნება შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი გაუნელებელი აღმოჩნდეს, როცა ადამიანის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ცოდნას `განცდის მსგავსი~ გრძნობა მოაქვს. ამრიგად, გამოწვევა კიდევ
უფრო მძაფრდება: `ღმერთი რაღაც კარგს გიმალავთ (თვითმმართველობა), რომ მასზე იყოთ დამოკიდებული~.
3:6 დაბადების წიგნის ბოლოს იხ. `ჭეშმარიტება მოქმედებაში~ 1 ნაწილი.
3:6 შემეცნების სურვილი დედაკაცს საკმაოდ გონივრული ეჩვენება. სამწუხაროდ, შეცნობის მისეული განსაზღვრება ადამიანური თვითმმართველობიდან იბადება და არა იგ. 1:7-ში
გაცხადებულ ღმერთზე დამოკიდებულებიდან.
3:7 შიშვლები იყვნენ: გველის მიერ ცდუნებულ ადამსა და ევას ახალმა შემეცნებამ კეთილისა და ბოროტის დაპირებული ცოდნა კი არა, მხოლოდ სიშიშვლის გამო შეცბუნება მოუტანა.
__ბიბლია კომენტარებით 2015__

***
დაბ.3,5 - სიტყვა "შეცნობა" ბიბლიაში ხშირად "თანაზიარების" აზრით არის გამოყენებული. ამ თვალსაზრისით, ბოროტება ღმერთისთვის უცხოა. ღმერთი და ბოროტება ერთმანეთის შესაბამისობაში არ შეიძლება იყოს. გველის სიტყვებში "შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" აშკარად ჩანს, რომ ის თვითონ არც იცნობს და არც ზიარებულა საღმრთო ცხოვრებას.
ამ სიტყვებით ბოროტი იმ გზას სთავაზობს ადამიანს, რომელზეც თვითონ განიცადა მარცხი და გაურჯელად ჰპირდება განღმრთობას. როცა ეშმაკმა მოახერხა, ევაში აღეძრა აზრი უმაღლეს ძალაუფლებაზე, უკვე მოხდა აზრისმიერი დაცემა. ეფრემ ასურის თქმით, ევას დაცემაში მთავარ როლს ასრულებდა მისი სურვილი და არა ეშმაკისეული ცდუნება.
დაბ.3,6 - "საამური სანახავი". ეს "განცდა" დედაკაცისთვის ცნობილი არ იყო. ხის მიმზიდველი ძალა სწორედ ამაში მდგომარეობდა და სწორედ ამის გამო გახდა იგი "კარგ საჭმელად... თვალწარმტაცი და საამური სანახავი". უნდა ითქვას, რომ გველის სიტყვებში სიმართლის მარცვალიც იყო: მან თქვა, ადამიანები ღმერთივით "კეთილისა და ბოროტის" შემცნობელნი გახდებიან, ანუ ისინი მათ შეიცნობენ და საკუთარ თავზე გამოცდიან. ყველაზე საშინელი ბოროტება კი ღმერთის უარყოფა და, შესაბამისად, უღმრთოდ სიკვდილია. ამ თვალსაზრისით, სიკვდილი სასჯელი კი არა, ბოროტებაა, რომლის შეცნობაც, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთისაგან გაფრთხილებული იყო, ადამიანმა მაინც მოისურვა.
"მოწყვიტა და შეჭამა, მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა." ამგვარად, არჩევანი გველის სასარგებლოდ, მისი რჩევისამებრ გაკეთდა.
დაბ.3,7 - "აეხილათ თვალი ორივეს". ადამიანმა დაკარგა სულიერი ხედვა. ის ცოდნა, რომელიც მათ შეიძინეს, თავის თავში არც სიკეთეს, არც სიბრძნეს არ გულისხმობდა, ეს იყო მხოლოდ ცოდვილობისა და უზენაესთან სიახლოვის დაკარგვის შეგრძნება. ადამიანში შემოვიდა სიკვდილი, რადგან ეს არჩევანი მან თავად გააკეთა.
"შიშველნი". სიტყვას, რომელიც "შიშვლად" არის თარგმნილი, სინამდვილეში ორი მნიშვნელობა აქვს: "შიშველი" და "ცბიერი". ადამიანები ცდილობენ ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი გამხდარიყვნენ და "გაშიშვლდნენ", ანუ დაკარგეს ისიც, რაც ჰქონდათ და მათში "ცბიერებაც" გაჩნდა და "ვერაგობაც" (ანუ ყველა ის თვისება, რომლებიც გველს ჰქონდა), როდესაც მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ, "გადააკერეს ლეღვის ფოთლები" და შემოირტყეს, როგორც ჩანს, გველთან მსგავსება ამგვარად უნდოდათ დაეფარათ.
__ბიბლია განმარტებებით ტ.1__

** Познание неизбежно сопряжено с добровольным несением многих скорбей и печали.(Еккл.1:18)

Комментарии (1)

Без постоянного притока энергии в систему,все процессы,происходящие в ней,стремятся к затуханию.
Показать комментарий
Скрыть комментарий
Для добавления комментариев необходимо авторизоваться
е.1.6. О разуме человека
Родная деревня
Так увлекательно вести хозяйство Вам ещё никогда...
Тема: Светлая | Тёмная
Версия: Mobile | Lite | Touch | Доступно в Google Play