м.2.4. Во что верим г) о Духе Святом
(OFF) Oqro1 (S) 17 июл 2010

=2.4.3. Дух Святой говорит

Неем.9,20.[30] Зах.7,12 Ин.3,8,, 15,26,, 16,13-15 Деян.8,29,, 10,44-46; 20,23; 21,11; 28,25,, 1Пет.1,11,, 2Пет.1,21,, 1Кор.3,16; 6,19; 1Тим.4,1 Евр.3,7 Отк.3,6,, 14,13

=2.4.3. ღვთის სული ლაპარაკობს

ნეემ.9,20.[30] ზაქ.7,12 ინ.3,8,, 15,26,, 16,13-15 საქ.8,29,, 10,44; 20,23; 21,11; 28,25,, 1პეტ.1,11,, 2პეტ.1,21,, 1კორ.3,16; 6,19; 1ტიმ.4,1 ებრ.3,7 გმცხ.3,6,, 14,13

ბიბლიის მუხლები

ნეემია 9
20. შენი კეთილი სული მიანიჭე მათ ჭკუის დასარიგებლად. შენი მანანა მათი პირიდან არ მოგიშორებია. ამავე დროს წყალს აძლევდი მათ წყურვილის მოსაკლავად.
30. მრავალი წელი თავს იკავებდი მათი გულისთვის, შეაგონებდი შენი სულით - წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ; ამიტომაც ჩაყარე ისინი ქვეყანათა ხალხების ხელში.

ზაქარია 7
12. გული გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებიც მოავლინა ცაბაოთ უფალმა თავისი სულით, წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც იყო დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

იოანე 3
8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.

იოანე 15
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.

იოანე 16
13. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
14. ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
15. ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

საქმე მოციქულთა 8
29. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს.

საქმე მოციქულთა 10
44 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.

საქმე მოციქულთა 20
23. მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის.

საქმე მოციქულთა 21
11. ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში.

საქმე მოციქულთა 28
25. რაკი ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: კარგად თქვა სულმა წმიდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით:

1პეტრე 1
11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.

2პეტრე 1
21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.

1კორინთელთა 3
16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?

1კორინთელთა 6
19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?

1ტიმოთე 4
1. ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას

ებრაელთა 3
7. ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,

გამოცხადება 3
6. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

გამოცხადება 14
13. და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი.

Комментарии (0)

Показать комментарий
Скрыть комментарий
Для добавления комментариев необходимо авторизоваться
м.2.4. Во что верим г) о Духе Святом
Мир Теней
Народ Тьмы, мастерски владеющий магией или народ...
Тема: Светлая | Тёмная
Версия: Mobile | Lite | Touch | Доступно в Google Play